M U N D O N O V E L A !
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

M U N D O N O V E L A !

M U N D O N O V E L A!
 
HomePortalLatest imagesSearchRegisterLog in

 

 მარლენ ფაველა

Go down 
3 posters
AuthorMessage
Admin
Admin
Admin


Posts : 76
Join date : 16.10.11

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Oct 17, 2011 5:20 pm

მარლენ ფაველა 5bfc87b22e64d2acf71e6bdd19b31c0e

იყო ლამაზი, ადვილი არ არის, განსაკუთრებით, როდესაც ხარ ლათინური სერიალების ვარსკვლავი მარლენ ფაველა. გოგონა ბავშვობიდან ოცნებობდა პოპულარობაზე, მაგრამ გზა პოპულარობისკენ არც ისე ადვილი იყო. "მექსიკაში წავედი, რათა იურისპრუდენცია შემესწავლა. შემთხვევით გავიცანი პროდიუსერი, რომლის საშუალებითაც 5 წელი ფოტომოდელად ვიმუშავე. შემდეგ შემამჩნია "ტელევისას" ხელმძღვანელობამ და დამინიშნეს სტიპენდია. შევისწავლე სამსახიობო პროფესია. ბევრჯერ სილამაზე ჩემთვის ხელისშემშლელი ფაქტორი უფრო იყო, კარგა ხანი მხოლოდ მოდელად აღმიქვამდნენ, მსახიობად არავინ მთვლიდა", – იხსენებს ახლა უკვე ვარსკვლავი ფაველა.

პირველი ნაბიჯები ტელევიზიაში მარლენმა ერთ–ერთ გადაცემაში წამყვანის პატარა როლით დაიწყო. ტელესერიალები მოგვიანებით მოვიდა მასთან. ვარსკვლავური საათი კი მის ცხოვრებაში მაშინ დადგა, როდესაც სერიალში "ველური კატა" მიიწვიეს. მარლენის გმირი განსაკუთრებით პოპულარული იყო მამაკაცებში. ის უმალ იქცა წლის ყველაზე სექსუალურ მსახიობად. მას შემდეგ მსახიობს საინტერესო როლები არ მოკლებია.

2003 წელს მარლენმა ითამაშა სერიალში "პატარძლის ფატა", 2004 წელს კი სერიალში "რუბი". გარდა ტელენოველებისა, მარლენმა სპორტის მოყვარულების ყურადღებაც მიიპყრო. ის ერთი პერიოდი სპორტული გადაცემის წამყვანი იყო, რომელიც ექსტრემალურ სპორტის სახეობებზე მოუთხრობდა მაყურებელს. "ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის სპორტული გადაცემის წამყვანის ამპლუა. ამ პროექტზე მუშაობისას საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ თურმე მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ვყოფილვარ, თუმცა ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება მაინც საინტერესო როლია, ექსტრიმი კი ჩემი ახალი სერიალის ეკრანებზე გამოსვლაა. ყოველთვის ვნერვიულობ, როგორ მიიღებს მაყურებელი ჩემს გმირს და მთლიანად სერიალს", – აცხადებს მსახიობი.

ერთი პერიოდი მარლენს ვიზუალურად ძალიან ამსგავსებდნენ ცნობილ მსახიობს ადელა ნორიეგას, რომელიც ცნობილია სერიალით "გვადალუპე". "ადელას დიდ პატივს ვცემ, შესანიშნავი მსახიობია და ნამდვილად დიდი ვარსკვლავი, მაგრამ მასთან მსგავსებით არასოდეს მიამაყია. როდესაც ვიღაცას გამსგავსებენ, ავტომატურად იზღუდები, შენთან საინტერესო როლები უკვე აღარ მოდის. მუდმივად იმის დამტკიცება გჭირდება, რომ შენ დამოუკიდებელი მსახიობი ხარ და მისგან განსხვავდები. ვფიქრობ, დღეს უკვე აღარავის ეშლება, ვინ არის ფაველა და ვინ – ნორიეგა", – აღნიშნავს მარლენი.

2007 წელს ეკრანებზე გამოვიდა სერიალი "ზორო: რაპირა და ვარდი". ქართულ ტელესივრცეში ეს სერიალი შემოვიდა, სახელწოდებით "შურისძიების ნიღაბი". აზარტული, დინამიკური, ინტრიგებით სავსე დრამატული სერიალი ძალიან პოპულარული გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გთავაზობთ მარლენ ფაველასთან ინტერვიუს, რომელიც მის პოპულარულ სერიალს, "შურისძიების ნიღაბს" ეხება.

– რას ნიშნავს თქვენთვის სერიალი "შურისძიების ნიღაბი"?

– როგორც პროფესიულად, ასევე პირადი კუთხით, ეს როლი ჩემთვის დიდი გამოწვევაა და ძალიან მომწონს. ჩემი პერსონაჟი ძალიან ადამიანურია და რადიკალურად განსხვავებული იმ გმირებისგან, რომლებიც აქამდე მითამაშია.

– მაინც რით განსხვავდება ესმერალდას როლი სხვა დანარჩენებისგან?

– ის ძალიან საინტერესო ქალია, ემოციური, ტირის იმ დროს, როცა უნდა იტიროს, არ ჰგავს იმ პერსონაჟებს, რომლებიც მთელი სერიალის განმავლობაში, საჭიროა თუ არა, მაინც ტირიან. მებრძოლია, ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. პრინციპში, ყველა ამ თვისებით ძალიან მგავს. ალბათ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ რეალურად სერიალში ვთამაშობ ქალს, რომელთანაც ბევრი საერთო მაქვს.

– სხვა მხრივ რამე თუ გასწავლათ ამ როლმა?

– ყველა როლი გარკვეულწილად რაღაცას მიტოვებს. ახლა უფრო დაბრძენებული ვარ, როგორც მსახიობი და როგორც პიროვნება.

– რთული იყო მთელი დღის განმავლობაში ისტორიული ეპოქის კოსტიუმის ტარება?

– არა, ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი. ასე მეგონა, მთელი ცხოვრება იმ ეპოქაში ვცხოვრობდი.

– გარისკავდით და ითამაშებდით ბოროტ ქალს?

– ტელესერიალებში უპირატესობას ვანიჭებ მთავარ როლს, რომელიც ყოველთვის კარგი გოგოა, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო მეტს გიხდიან და შესაბამისად ბევრი პერსპექტივა გაქვს. დიდ კინოში მქონდა ბოროტი გმირის განსახიერების პრაქტიკა და, სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა. კინოში საკუთარ თავზე ბევრ ექსპერიმენტს მოვსინჯავ, სერიალში კი მაინც კარგი გოგოების როლებს დავჯერდები.

– თავს ალბათ იღბლიანად გრძნობთ, რადგან 32 წლის ხარ და თქვენს კარიერაში 15 წარმატებული სერიალია.

– რა თქმა უნდა, იღბლიანი ვარ. ცხოვრებაში ყველაზე მარტივად ჩემი ოცნების განხორციელება შევძელი. რა თქმა უნდა, იყო სირთულეებიც, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან მხოლოდ წარმატება მახსენდება. ყველაფერში გამიმართლა – სამსახურში, მეგობრებში. ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და ამაში ფულსაც მიხდიან.

– ყოველთვის გჯეროდათ, რომ თქვენი კარიერა ასეთი წარმატებული იქნებოდა?

– ერთხელ მითხრეს, რომ გადამეტებული ამბიციები გაქვსო. მე კი ვიცოდი, რომ დასახულ მიზანს მივაღწევდი. დარწმუნებული ვარ, რომ გადაულახავი ბარიერი არ არსებობს. დავიბადე და გავიზარდე უბრალო ოჯახში, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა საკუთარი ოცნებები, ფასეულობები და ძალები.

– როგორ ხედავთ თქვენს კარიერას სერიალების გარდა?

– მინდა, მალე მთელი ჩემი ძალები დიდი კინოსკენ მივმართო. ვაპირებ ლოს ანჯელესში წასვლას. ოცნება მაქვს, რომ პედრო ალმადოვარის ფილმში ვითამაშო და ამას აუცილებლად მოვახერხებ.

– ეს თქვენგან ამბიციური განაცხადია თუ ბრძოლის ჟინი გაქვთ?

– ვაღიარებ, რომ საშინლად ამბიციური ვარ, მაგრამ რომ არა ამბიციები, წარმატებაც არ მოვა.

– ვინმესი გშურთ?

– არა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ბევრ ქალს შურს. წითელ ხალიჩაზე სიარულის დროს ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ხოლმე. ამ დროს ჩანთაში ერთი თილისმა მაქვს, რომელიც შურიანი თვალისგან მიცავს.

– რატომ არ შექმენით ოჯახი, თქვენთან სიყვარული რთულად მოდის?

– შეიძლება რთულადაც მოდის, მაგრამ ჩემს პირად ცხოვრებს ასე დრამატულად ვერ დავხატავდი. უბრალოდ ასეთი პრინციპი მაქვს – მხოლოდ იმით აღვფრთოვანდე, ვინც ნამდვილად მიყვარს.

– წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ცოლისა და დედის ამპლუაში?

– რა თქმა უნდა, ეს ჩემი მიზანია და ჯერჯერობით აუხდენელი ოცნება. ალბათ 4–5 წელიწადში ამ როლსაც მოვირგებ. რატომღაც მჯერა, რომ 35 წლის ასაკში გვერდით ცხოვრების ნამდვილი მამაკაცი მეყოლება, რომელიც აბსოლუტურად ბედნიერს გამხდის. კაცის მიმართ მაშინვე ვკარგავ ინტერესს, თუ ვიგრძენი, რომ მასში ნამდვილი მამაკაცი არ ზის.
Back to top Go down
http://mundonovela.gip-gip.ru
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:40 pm

მარლენ ფაველა 4cc7f2be4f7def317342abc409c95030
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:40 pm

მარლენ ფაველა 251bdea8bf74799f78990711a1fbe1a0
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:41 pm

მარლენ ფაველა 9561442709c1f92d8747195935317faf
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:42 pm

მარლენ ფაველა 9561442709c1f92d8747195935317faf
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:42 pm

მარლენ ფაველა 9561442709c1f92d8747195935317faf
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:43 pm

მარლენ ფაველა 37817962e710d0cd70f0368e16ad62d5
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:45 pm

მარლენ ფაველა 37817962e710d0cd70f0368e16ad62d5
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:47 pm

მარლენ ფაველა 4473da74807d4effa96bba13d6d91f47
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:49 pm

მარლენ ფაველა 4473da74807d4effa96bba13d6d91f47
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:49 pm

მარლენ ფაველა 4473da74807d4effa96bba13d6d91f47
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:50 pm

მარლენ ფაველა D81ec2aaad0cfc0e9ede959c17363da7
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:50 pm

მარლენ ფაველა D81ec2aaad0cfc0e9ede959c17363da7
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:51 pm

მარლენ ფაველა Abf51635149c24edea1d45a9129763c7
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:52 pm

მარლენ ფაველა Bc2d8aaaed63d40ebcee99ff179066f7
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:52 pm

მარლენ ფაველა Bc2d8aaaed63d40ebcee99ff179066f7
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:53 pm

მარლენ ფაველა 044709ed2488fa0436e5c2d615358955
Back to top Go down
natashaklausi

natashaklausi


Posts : 59
Join date : 10.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 1:54 pm

მარლენ ფაველა 044709ed2488fa0436e5c2d615358955
Back to top Go down
marjorie

marjorie


Posts : 2576
Join date : 06.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeMon Jun 18, 2012 6:01 pm

მარლენ ფაველა E6e2ed9489447d13af6e81710a2a3488
Back to top Go down
marjorie

marjorie


Posts : 2576
Join date : 06.06.12

მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitimeWed Jan 23, 2013 3:12 pm

მარლენ ფაველა 1578674
Back to top Go down
Sponsored content





მარლენ ფაველა Empty
PostSubject: Re: მარლენ ფაველა   მარლენ ფაველა Icon_minitime

Back to top Go down
 
მარლენ ფაველა
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
M U N D O N O V E L A ! :: მსახიობები ( გახსენით თემა თქვენს საყვარელ მსახიობებზე ) :: ქალი მსახიობი-
Jump to: