შორენა ბეგაშვილი (დ. 8 ივლისი, 1982[1] რუსთავი) — ქართველი მსახიობი და წამყვანი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ გლობუსში.
შორენას კარიერა პრქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის გაშიშვლდა ქართულენოვანი „ფლეიბოისთვის“. ამის შემდეგ შორენა თამაშობდა სხვადასხვა ეროტიულ როლებს.
2009-2010 წლებში ჰქონდა თავისი საავტორო ეროტიული ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე სასულიერო პირებისაგან.
შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმოვანებული სკანდალი ეხება მისსა და საქართვ
ელოს სამეფო ტახტის მემკვიდრის დავით მუხრანელის რომანს
შორენა ბეგაშვილი განქორწინებულია, ჰყავს ქალიშვილი ევა.
ფილმოგრაფია
ყველაფერი კარგად იქნება (2009) - ანი
ოცნების ქალაქი (2010) - მაკა
მაიტა ნასოსი (2010)
უშენოდ მგონი მოვკვდები (2010)
მამაჩემის გელფრენდი (2011)
ჭამა და სექსი (2011)