კლონი (ესპ. EL Clon) — აშშ ში გადაღებული ტელესერიალი. გადაღებულია 2009-2010 წლებში ტელემუნდო ინტერნასიონალის მიერ. სერიალი მოგვითხრობს, მუსლიმი გოგონას ჰადესა (ესპ. ხადე) და მაიამელ ლუკასის შესახებ, რომლებსაც ერთმანეთი მაროკოში შეუყვარდებათ.ლუკასს ჰყავს ტყუპისცალი ძმა დიეგო რომელიც ავიაკატასტროფის დროს დაიღუპება. ლუკასისა და დიეგოს ბიძა დოქტორი ალბიერი (რობერტო მოლი) ძალიან ნაღვლიანია რადგან მან თავისი საყვარელი ძმის შვილი დაკრგა და ამიტომ გააკეთებს ლუკასის კლონს დანიელს. ის ცდილობს ყველას დაუმალოს
კლონის ამბავი, თუმცა წლების შემდეგ როდესაც დანიელი გაიზრდება და ლუკასს გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსება, საიდუმლოს შენახვა ადვილი აღარ იქნება...
კლონის ისტორიის პარალელურად მაყურებელი, სერიალში ჰადესა და ლუკასის სასიყვარულო ისტორიას ადევნებს თვალს. თუ როგორ მოუწევს ჰადეს მუსლიმთა წეს-ჩვეულების გამო გაჰყვეს საიდს (ხუან პაბლო რაბა) კაცს, რომელიც არ უყვარს. ამის გამო ლუკასიც მოიყვანს ცოლად მარისას (ანდრეა ლოპესი), თავისი დაღუპული ძმის დიეგოს შეყვარებულს.
ფორმატი მელოდრამა
ავტორი გლორია პერესი
პროდიუსერი ჰუგო ლეონ ფერერი
რეჟისორი მაურისიო კრუსი და აგუსტინ რესტრეპო
სცენარისტი რობერტო სტოპელიო, სანდრა ველასკო
როლებში მაურისიო ოჩმანი,
სანდრა ეჩევერია,
ხუან პაბლო რაბა,
ანდრეა ლოპესი,
ქვეყანა აშშ
ტელეარხი Telemundo Internacional, იმედი (საქართველოში)
ეკრანებზე დეკემბერი 2010
ქრონომ. 42-43 წთ.
IMDb ID 1596029
telemundo
მსახიობები
Mauricio Ochmann - Lucas Ferrer , Diego Ferrer , Daniel Padilla
Sandra Echeverria - Jade Mebarak
Saul Lisazo - Leonardo Ferrer
Roberto Moll - Augusto Albieri
Geraldine Zivic - Christina Miranda
Andrea Lopez - Marisa Antonelli
Juan Pablo Raba - Said Hashim
Daniel Lugo - Ali Rashid
Mijail Mulkay Bordon - Mohamed
Adriana Romero - Luisa
Andrea Montenegro Nazira Hashim
Carla Giraldo Latiffa Mebarak
Tiberio Cruz Zein
Patricia Ramos Sucy
Pedro Telemaco Osvaldo Medina
Indhira Serrano Dora Encarnacion Padilla
Abel Rodriguez Enrique
Alex Rodriguez Julio
Estefania Gomez Vicky