paolarey
Posts : 395 Join date : 16.06.12
| Subject: მაკა ძაგანია Mon Nov 05, 2012 5:10 am | |
| გაზაფხული ფერადი და ლაღია, წელიწადის ამ დროს ყველაფერი იღვიძებს, დათბება მთელი სამყარო და ღრმა ძილისგან გაზაფხულის პირველ თვეს, მარტს გამოჰყავს. ყვავილები, ყვავილებიიიი, ხეები ყვავის, ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, მზე გიხმობს უმიზნო ხეტიალისკენ, თითქოს გინდება აკეთო ის, რაც გსიამოვნებს, ისეირნო, იცინო, იმხიარულო... გაზაფხულის პირველი თვე მარტია, ადრე ამ თვეს ქალები დიდი მონდომებით ელოდნენ, როზა ლუქსემბურგმა ქალების დღე დააწესა და მას მერე ეს ნამდვილი დღესასწაული იყო, თითქოს ისედაც ყოველი დღე ქალის არ იყოს... ახლა უკვე სამი მარტიც გვაქვს - დედის დღე. მოკლედ, ეს თვე გვინდა თუ არა, ქალებისაა. სასაუბროდ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" სამი მსახიობი მოვიწვიეთ: მაკა ძაგანია - პროფესიით მსახიობი დაამთავრა ქორეოგრაფიული სასწავლებელი, შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტი, თამაშობდა სპექტაკლებში, მოკლემეტრაჟიან ფილმებშიც გადაუღიათ. ცნობილი ამ სერიალიდან გახდა, 12 წლის წინ დედა გახდა, წარმატებული და დღევანდელი დღით კმაყოფილი მსახიობია. ანი ტყებუჩავა - პროფესიით მსახიობი, უთამაშია სპექტაკლებში, მხატრულ ფილმებშიც, თუმცა ამ სერიალმა მისი პოპულარობა ერთიორად გაზარდა, ცნობენ ყველგან - ტრანსპორტში, ქუჩაში, კომპლიმენტს ეუბნებიან ბავშვებიც, ქალებიც და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მამაკაცებიც. როგორც ჩანს, ისინიც უყურებენ სერიალს. მისთვის "ჩემი ცოლის დაქალები" ის შემთხვევაა, როდესაც ხარისხი განაპირობებს პოპულარობას, რაც მას ახარებს და ეამაყება კიდეც. ნინო გაჩეჩილაძე, დღემდე საკუთარ თავს თეატრის მსახიობად მიიჩნევდა, თეატრალურის დამთავრების შემდეგ მოხვდა მარჯანიშვილის თეატრში და მას შემდეგ იქაა, თამაშობს სხვადასხვა სპექტაკლში და როგორც ყველა მსახიობისთვის, მისი ცხოვრებაც თეატრი იყო. სულ ცოტა ხნის წინ კი მოხვდა სერიალში და... თავიდან ეს ცოტა ეუცხოებოდა, ახლა კი ერთი დღე თუ არაა გადაღება, თითქოს რაღაც აკლია და დისკომფორტს განიცდის. სამი მსახიობი ერთ-ერთ კაფეში, ქალსა და გაზაფხულზე სასაუბროდ შევკრიბეთ. | |
|
paolarey
Posts : 395 Join date : 16.06.12
| Subject: Re: მაკა ძაგანია Mon Nov 05, 2012 5:12 am | |
| | |
|