M U N D O N O V E L A !
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

M U N D O N O V E L A !

M U N D O N O V E L A!
 
HomePortalLatest imagesSearchRegisterLog in

 

 ანა ტყებუჩავა

Go down 
AuthorMessage
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

ანა     ტყებუჩავა Empty
PostSubject: ანა ტყებუჩავა   ანა     ტყებუჩავა Icon_minitimeMon Nov 05, 2012 5:21 am

ანა     ტყებუჩავა 1364927 წიგნების სიყვარული მშობლებმა ჩამინერგეს. სახლში ხშირად მესმოდა ფრაზები: "ახლა რას კითხულობ?" "ეს საინტერესო წიგნია", "ისე მომეწონა, სანამ არ დავამთავრე, ვერ შევეშვი", - იხსენებს მსახიობი ანი ტყებუჩავა და დასძენს, რომ თავად კითხვა საბავშვო ლიტერატურით არ დაუწყია. პირველი წიგნი, რომელმაც "გადარია", "დიდოსტატის მარჯვენა" იყო. კონსტანტინე გამსახურდია ის ავტორია, რომელიც დღემდე გამორჩეულად უყვარს.

პრეამბულის მაგიერ

- გამსახურდიას გარდა კიდევ რომელი ავტორები გიყვარს?
- თანამედროვე ავტორებიდან დათო ტურაშვილი და აკა მორჩილაძე მიყვარს. ვგიჟდები ლექსებზე, განსაკუთრებით სონეტები მომწონს და ზოგი ამოწერილიც მაქვს. სერიალში თამაშის პარალელურად, ერთ-ერთ კერძო სკოლაში მეტყველებას ვასწავლი. იქ ლექსებს ხშირად ვკითხულობ - როცა ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, მამახსოვრდება.

- წიგნი მოგიპარავს?
- არ მომიპარავს, მაგრამ მქონდა სურვილი, ხომ არ "გამყვეს"-მეთქი?

- "გამყვეს" რას ჰქვია?
- ერთ ზაფხულს ლაგოდეხში, ჩემი დეიდაშვილის დაქალთან ვისვენებდი. სოფელში რა უნდა მეკეთებინა და წიგნების კარადა შევათვალიერე. დეილ კარნეგის წიგნი გადმოვიღე. მისმა დიპლომატიამ და ადამიანებს შორის ურთიერთობის ფილოსოფიამ ჩამითრია, მაგრამ იქ სტუმრად ვიყავი და თავჩაღუნული ხომ არ ვიჯდებოდი?! არ გამოდიოდა. სახლის პატრონი ასაკოვანი ქალბატონი იყო, მომერიდა მეთქვა, რომ ეთხოვებინა და მაშინ გავიფიქრე, ხომ არ გავიყოლო-მეთქი? ის მიხვდა, რომ ძალიან მომეწონა და მაჩუქა.

- ინტელექტუალური თამაშები გიყვარს?
- ძალიან. "რა? სად? როდის?" რუსულ და ქართულ თამაშებს სულ ვუყურებ. ამას სხვებსაც ვურჩევ. ასეთი თამაშებიდან დიდ ინფორმაციას იღებ და ბევრ რამეს სწავლობ.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?
- გურამ ფანჯიკიძის გმირი ლევან ხიდაშელი ("მეშვიდე ცა") გამახსენდა. ეს პერსონაჟი მე და ჩემს ბავშვობის მეგობარს, მაშიკო ბოჯგუას ძალიან მოგვწონდა. მამაკაცური ტიპია. როცა რომელიმე ლევანს გავიცნობდი, ყველას მას ვადარებდი. და კიდევ, ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი მიშკინი ("იდიოტიდან") იქნებოდა. ამ გმირის გვერდით სიამოვნებით ვიცხოვრებდი.

- კარგი მეხსიერება გაქვს?
- არ ვუჩივი. "დიდოსტატის მარჯვენა" რომ წავიკითხე, ისე იმოქმედა, ზოგიერთი აბზაცი ზეპირად დამამახსოვრდა. შორენაზე რომ წერს: "ყინწვისის ანგელოზივით მჭმუნვარე" - ეს შეიძლება დაგავიწყდეს?!. წიგნში თუ ჩავიძირე, ყველგან თან დამაქვს, ტრანსპორტშიც და ქუჩაშიც ვკითხულობ.

- "ყურადღება, თქვენ გელით არნახული სანახაობა", - ამ სარეკლამო აბრის წყალობით, ფილმის პროდიუსერებმა დიდი მოგება ნახეს. ეკრანზე "ჯაზის მომღერალი" აჩვენეს. რით იყო ეს ფილმი მანამდე გადაღებული სხვა ფილმებისგან გამორჩეული?
- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ეს ფილმი 1927 წელს არის გადაღებული.
- პირველი ხმოვანი ფილმი ხომ არ არის? სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

- გამოიცანი. მზის სისტემაში რომელია ყველაზე დიდი პლანეტა?
- იუპიტერი.

- ოდესმე პარაშუტით თუ გადმომხტარხარ?
- დიდი ხნის მანძილზე ეს ჩემი ოცნება იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ, პარაშუტზე ისეთ ამბებს მომიყვნენ, შემეშინდა და მას მერე აღარ მინდა.

- ვინ გამოიგონა პარაშუტი?
- ეგ მართლა არ ვიცი.

- ლეონარდო და ვინჩიმ. ამ ცხოველს 15 წუთის მანძილზე 200 ლიტრამდე წყლის დალევა შეუძლია. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?
- სპილოზე.

- ცდები.
- ბეჰემოთზე.
-
არა.
- აქლემზე.

- ქალმა პოლიციაში ავტომანქანის გატაცებასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანა. თან სამართალდამცავებს უთხრა, რომ მანქანაში მობილური ტელეფონიც ჰქონდა დარჩენილი. პოლიციელმა მობილურზე დარეკა და გამტაცებელმა უპასუხა. მან კი ისეთი რამ უთხრა, რომ ქურდი შეხვედრაზე დაითანხმა. რა უთხრა?
- მანქანაში ბომბიაო?.. არა, ამას არ ეტყოდა.

- პოლიციელმა მას რაღაც მოატყუა.
- იქნებ სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები იყვნენ და პაემანი დაუნიშნა.

- ორივე მამაკაცი იყო.
- აბა, რა შეიძლებოდა ეთქვა? მითხარი რა, დავიტანჯე.

- გაზეთში განცხადება ვნახე, ეწერა, მანქანას ყიდით და შეძენა მინდაო.
- ვაიმეეე!!! მთელი დღე რომ მეფიქრა, მსგავსი რამ თავში აზრადაც არ მომივიდოდა. რა მაგარი პოლიციელი ყოფილა!

- რომელი ქვეყნიდან გავრცელდა საქართველოში და მსოფლიოს კიდევ ბევრ ქვეყანაში სერენადა?
- იტალიიდან.

- შენთვის სერენადა უმღერიათ?
- სერენადა არ უმღერია, მაგრამ ბიჭი, რომელსაც ვუყვარდი, ერთ ღამეს აივანზე ამოძვრა და ჩემმა დაქალმა ჩხუბი დაუწყო, წადი აქედან, ანის სძინავსო. მართლა მეძინა.

- "თუ ლამაზ ქალზე დაქორწინდი, - იამაყე! ხოლო თუ არ დაქორწინდი - გაიხარე!" რომელი ცნობილი ფრანგი მწერალია ამ გამონათქვამის ავტორი?
- არ ვიცი და მინიშნება რომ მითხრა, იქნებ გამოვიცნო.

- როცა ეს მწერალი გარდაიცვალა, პარიზის ყველა საროსკიპომ გლოვა გამოაცხადა. ის 1850-1859 წლებში ცხოვრობდა.
- გი დე მოპასანი ხომ არა?

- დიახ. პირველად ეს ნუგბარი არქეოლოგებმა ეგვიპტის ფარაონების სამარხებში აღმოაჩინეს. რაზეა ლაპარაკი?
- მგონი, თაფლზე, არა?

- დიახ. რომელი მეფის შვილი იყო გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი?
- არ მახსოვს.

- ვახტანგ VI-ის. ვის უძღვნა ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა "აბესალომ და ეთერი"?
- ვერც ამ კითხვაზე გიპასუხებ.

- ნაადრევად გარდაცვლილ შვილს. რომელ ქართულ ფილმშია აღწერილი ხეჭეჭურის ნერგებისთვის წასული ბაბუა-შვილიშვილის საინტერესო თავგადასავალი?
- "ნერგებში".

- ვინ არის ამ ფილმის რეჟისორი?
- რეზო ჩხეიძე.

- ოთოს დეიდა გიორგის შვილია. ვინ არიან ერთმანეთისთვის ოთო და გიორგი?
- გთხოვ, კითხვა გამიმეორე. (გამეორების შემდეგ) ბაბუა-შვილიშვილი არ გამოდიან?

- ნამდვილად ასეა. მათემატიკა იცი?
- უი! მკითხე და რა დონეზე ვიცი, მიხვდები.

- რა რიცხვზე უნდა გავყოთ 2, რომ მივიღოთ 4?
- მაგდენი კი ვიცი, შეგეშალა.

- რა შემეშალა?
- გაყოფის ნაცვლად გამრავლება უნდა გეთქვა, არა?

- კითხვა სწორად დავსვი.
- მერე ეგ როგორ გამოდის? დამაბნიე.

- სწორი პასუხია 0.25.
- (იცინის) ეს რუბრიკა როგორ მომეწონა, კითხვები ჯერ ხომ არ მთავრდება?

- როგორც წესი, ჩემი რესპონდენტები (გამონაკლისების გარდა) შეწუხებული სახეებით მეკითხებიან, - კიდევ ბევრი კითხვა დარჩაო? შენგან განსხვავებით, მათ უნდათ, რომ მალე დავამთავრო.
- მართლა (იცინის)? თუ გინდა, მე სხვების კითხვებიც დამისვი.

- როგორ პიროვნებას უწოდებენ ინდიფერენტულს?
- გულგრილს.

- და უინტერესოს. რომელ ქვეყანაში ითვლებოდა დანაშაულად უცოლობა?
- ჩინეთში, არა?

- სპარტაში. თუ ის კარგია, ქაფი 3 წუთზე ადრე არ უნდა უქრებოდეს. პატარა ბუშტუკებისგან უნდა შედგებოდეს. მისი არომატი უფრო საგრძნობია, როცა ცივია. რაზეა ლაპარაკი?
- შამპანურზე.

- ცდები.
- მაშინ ლუდი იქნება - ჩემი საყვარელი სასმელი. თავიდანვე როგორ არ გამახსენდა?! ლუდს ისე ვასხამ, ქაფს საერთოდ არ იკეთებს.

- სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- მიყვარს (კარგი მსმელი კაცივით ვლაპარაკობ), მაგრამ ყოველთვის მსუბუქად ვსვამ. რესტორანში ქეიფს ბუნებაში გასვლა მირჩევნია. ჩემი მეგობრის სამზარეულოც მიყვარს.

- ექსტრიმი გიზიდავს?
- ძალიან. დღემდე მაინტერესებს ჯომარდობა და წასვლა ერთხელაც ვერ მოვახერხე.

- რომელი ჯირკვალი გამოყოფს ადრენალინს?
- პანკრეასი.

- თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს. იაპონიაში არსებობს გამოთქმა, რომლითაც პიროვნების სიზარმაცეზე მიუთითებენ: ჰასიზე მძიმე არაფერი აუწევიაო. რა არის ჰასი?
- საჭმელი ჩხირები უნდა იყოს.

- XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ნიუ-ორლეანში მეძავები ამ მცენარის სუნამოს იყენებდნენ. მსოფლიოში - მისი 300-მდე, ხოლო საქართველოში 2 სახეობაა გავრცელებული. გამოიყენება მედიცინაშიც. რომელ მცენარეზეა ლაპარაკი?
- არ ვიცი.

- ჟასმინი. დაბოლოს, დაასრულე დალაი ლამას ცნობილი გამონათქვამი: "კარგად შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც..."
- "...გეცოდინება".
Back to top Go down
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

ანა     ტყებუჩავა Empty
PostSubject: Re: ანა ტყებუჩავა   ანა     ტყებუჩავა Icon_minitimeMon Nov 05, 2012 5:23 am

ანა     ტყებუჩავა 1364927
Back to top Go down
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

ანა     ტყებუჩავა Empty
PostSubject: Re: ანა ტყებუჩავა   ანა     ტყებუჩავა Icon_minitimeMon Nov 05, 2012 5:23 am

ანა     ტყებუჩავა 1364937
Back to top Go down
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

ანა     ტყებუჩავა Empty
PostSubject: Re: ანა ტყებუჩავა   ანა     ტყებუჩავა Icon_minitimeMon Nov 05, 2012 5:24 am

ანა     ტყებუჩავა 1364941
Back to top Go down
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

ანა     ტყებუჩავა Empty
PostSubject: Re: ანა ტყებუჩავა   ანა     ტყებუჩავა Icon_minitimeMon Nov 05, 2012 5:25 am

ანა     ტყებუჩავა 1364942
Back to top Go down
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

ანა     ტყებუჩავა Empty
PostSubject: Re: ანა ტყებუჩავა   ანა     ტყებუჩავა Icon_minitimeMon Nov 05, 2012 5:25 am

ანა     ტყებუჩავა 1364945
Back to top Go down
Sponsored content





ანა     ტყებუჩავა Empty
PostSubject: Re: ანა ტყებუჩავა   ანა     ტყებუჩავა Icon_minitime

Back to top Go down
 
ანა ტყებუჩავა
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
M U N D O N O V E L A ! :: მსახიობები ( გახსენით თემა თქვენს საყვარელ მსახიობებზე ) :: ქართველი მსახიობები-
Jump to: