M U N D O N O V E L A !
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

M U N D O N O V E L A !

M U N D O N O V E L A!
 
HomePortalLatest imagesSearchRegisterLog in

 

 გიორგი ვარდოსანიძე

Go down 
3 posters
AuthorMessage
Admin
Admin
Admin


Posts : 76
Join date : 16.10.11

გიორგი ვარდოსანიძე Empty
PostSubject: გიორგი ვარდოსანიძე   გიორგი ვარდოსანიძე Icon_minitimeMon Oct 17, 2011 5:55 pm

გიორგი ვარდოსანიძე 098e0a94248fe7c62442004b4a97a248
მსახიობებმა ქეთა ლორთქიფანიძემ და გიორგი ვარდოსანიძემ ერთმანეთი ტელევიზიის საგრიმიოროში გაიცნეს. ისინი იქ სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" მონაწილეობის მისაღებად იყვნენ მისული. დანახვის წუთიდან ერთმანეთის მიმართ სიმპათიით განეწყვნენ. თავიდან ვერც იფიქრებდნენ, რომ "შეყვარებულები" გახდებოდნენ. სიუჟეტის ასეთი განვითარება სერიალის დაწყების შემდეგ მოიფიქრეს სცენარისტებმა და გიორგისა და ქეთას შორის გარკვეული უხერხულობაც წარმოქმნეს. თუ რატომ, ამას ინტერვიუში თავად მოგვიყვებიან.

გიორგი ვარდოსანიძე მუსკომედიის თეატრის ერთ–ერთი წამყვანი მსახიობი გახლავთ. მისი რეალური შეყვარებული ასევე მსახიობი თამთა შალამბერიძეა. თავიანთ სიყვარულზე ისინი "სარკის" აგვისტოს ერთ–ერთ ნომერში მოუთხრობდნენ ჩვენს მკითხველებს. ქეთა ლორთქიფანიძე კი მესამედაა გათხოვილი და ხუთი შვილის დედაა. პირველი ორი ქორწინებიდან თითო–თითო შვილი ჰყავს. მესამე ქორწინებაში კი სამი ბავშვი გააჩინა. სულ პატარა, იოანე, ჯერ მხოლოდ 8 თვისაა.

– მოგვიყევით, როცა სერიალის გადაღებებზე ერთმანეთი გაიცანით, პირველი შთაბეჭდილება როგორი იყო.

ქეთა ლორთქიფანიძე: გადაღებებზე – არა, საგრიმიოროში გავიცანით, ანუ სანამ გადაღებას დავიწყებდით. მინდა გითხრათ, რომ გაცნობა ძალიან შთამბეჭდავი იყო. ამ ადამიანის უშუალობამ თავიდანვე მომხიბლა.

გიორგი ვარდოსანიძე: კარგი, ნუ გამაწითლე!

ქეთა: თავიდან სცენარი არ იყო გათვლილი ჩვენს დაწყვილებაზე. უბრალოდ ჩემი მეგობარი უნდა ყოფილიყო და თავიდან ასეც იყო.

– როგორც ჩანს, სცენარისტებმა შეამჩნიეს, რომ ერთმანეთზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეთ და იმიტომაც დაგაწყვილეს.

ქეთა: მარტო გიორგი კი არა, თორნიკე გოგრიჭიანიც (სერიალში ნიკა კეკელიძის როლის შემსრულებელი. ავტ. შენ.) ძალიან, ძალიან მომეწონა. არანორმალურად მიყვარს ზურაბ ცინცქილაძე. საერთოდ, ამ სერიალში ყველა მამაკაცი და მდედრი საოცრად მომხიბვლელი და საყვარელია. მათთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი სკოლაა. რაც შეეხება გიორგის, ერთადერთი ფაქტი მაწუხებდა – ჩემთან შედარებით ძალიან პატარაა და ვღელავდი, სერიალში ასეთ პატარა ბიჭთან როგორ ავაწყობდი ურთიერთობას.

გიორგი: ქეთა რომ დავინახე საგრიმიოროში, გამახსენდა, რომ ეს ლამაზი მანდილოსანი "შუა ქალაქში" თამაშობდა. მასთან მალე გამოვნახე საერთო ენა და დავმეგობრდი. მერე ჩვენი პერსონაჟები ერთმანეთში აიხლართნენ და დღემდე ერთად მიდიან. ამბობენ, ქორწილიც იგეგმებაო და ვნახოთ!

ქეთა: ყველაზე მეტად მიყვარს მხიარული და ისეთი ადამიანები, რომლებსაც სიცოცხლე უყვართ. ასეთები შენც გაყვარებენ სიცოცხლეს, სტიმულს, იმედს გაძლევენ.

გიორგი: ასეთი საყვარელი ვარ?!

ქეთა: გიორგი არის ასეთი ადამიანი. "ზეთი" არ არის...

გიორგი: შენ შემოგევლე!

ქეთა: ყველა ხუმრობაში აგყვება. ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ სერიალში წყვილად ჩამოვყალიბდით.

გიორგი: რომ გავიგე, ქეთა ასაკით ჩემთან შედარებით დიდი იყო, შოკში ჩავვარდი, რადგან 15 წლის გოგო ჰგავს და ჭკუითაც ასეთია.

– მაინც რამდენი წლითაა თქვენზე დიდი, ამას ასე რომ უსვამთ ხაზს ორივე?

გიორგი: მოდი, ქალის ასაკს ნუ გავამხელთ.

ქეთა: სულაც არა! ძალიან მიყვარს, როცა ჩემს ასაკს ვამბობ. ზუსტად 33 წლის ვარ!

გიორგი: მე 22 წლის ვარ. თავიდან მეგონა, რომ ჩემი ტოლი ან უფრო პატარა იყო.ქეთას აქვს იუმორის საოცარი შეგრძნება და ამან უცბათ დაგვამეგობრა. მერე ინტერნეტში ვნახე სპექტაკლი – "აქ ერთ დროს ადამიანს უცხოვრია", სადაც ქეთა ისე თამაშობს, რომ შოკში ჩავვარდი. ენით აუწერელი სიამოვნება მივიღე. გამიჩნდა ისეთი პატივისცემა, როგორიც ნამდვილი არტისტის მიმართ შეიძლება დაგეუფლოს. მოვვარდი და ვუთხარი, ეს ვინ ყოფილხარ–მეთქი.

ქეთა: სამწუხაროდ, ჩემი დღის რეჟიმიდან და ოჯახიდან გამომდინარე, იმდენი დრო არ მაქვს, რომ პრემიერებზე ვიარო, ყველა სპექტაკლს დავესწრო, მაგრამ ვნახე "მუსიკის ჰანგები", სადაც გიორგი მონაწილეობს და აღფრთოვანებული დავრჩი. როცა შენარ შეგიძლია ცეკვა და სიმღერა და ამას ხედავ სხვაში, საოცარი მოსასმენი და საყურებელია. ჩემთვის უკვე გვიანია და ახლა მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, ჩემი შვილები მაინც გამოვიდნენ ისეთი ნიჭიერები, როგორიც გიორგია.

– გადასაღებ მოედანზეც ასეთი აღფრთოვანებული ხართ ერთმანეთით?

ქეთა: იქაც დიდ სიამოანებას ვიღებთ. სიმართლე გითხრათ, ვხვდები, რატომ არ ვბერდები და რატომ არ მეტყობა ასაკი – გვერდით ყოველთვის გიორგისნაირი გენიალური პარტნიორები მყავს. დიდი იმპროვიზატორია. სცენარს წაიკითხავ, მაგრამ მასთან მუშაობის დროს გინდება, უფრო მეტი გააკეთო. გიორგი მართლა მოვლენაა.

გიორგი: კარგი ახლა, ზედმეტი მოგდის!

ქეთა: ჩემს სახლში გიორგი ვარდოსანიძის ფანკლუბია გახსნილი, სადაც ჩემი ორი უფროსი შვილი შედის. დანარჩენები ჯერ პატარები არიან და ვერ აღიქვამენ – მათ მხოლოდ დედის დანახვა უხარიათ ტელევიზორში. ჩემი უფროსი გოგო სულ კითხულობს, გიორგი როგორ არისო, მეუბნება, დაურეკეო, ეძებს სოციალურ ქსელებში და არის ერთ ამბავში.

გიორგი: ასეთი რამეებს რომ გაიგებ შენზე, რაღა უნდა თქვა... ქეთა ანგელოზი და ოქრო ადამიანია! როგორც ქეთამ თქვა, იმპროვიზაცია მიყვარს და ამის გამო რეჟისორთან სულ ვჩხუბობ. ქეთა კი ამაში მეხმარება და მყვება. მასთან ურთიერთობით, სიამოვნების გარდა, არაფერი მრჩება.

ქეთა: მიყვარხარ, გიორგი!

გიორგი: შენ შემოგევლე!

– ნამდვილ შეყვარებულებს ჰგავხართ.

გიორგი: ინტრიგა, ინტრიგა!

ქეთა: მე გიორგის შეყვარებულს ვიცნობ. ის ჩვენს სერიალში ლალი ჩიქოვანის მდივნის როლს თამაშობდა. თამთა ულამაზესი, უსათნოესი და უსაყვარლესი არსებაა. ის დარწმუნებულია გიორგის სიყვარულში და არც მიზეზი და სურვილი აქვს, რომ იეჭვიანოს. გიორგის თვალები უბრწყინავს, როცა მას ხედავს. ასევეა თამთაც.

– ქეთა, გიორგი იცნობს თქვენი ოჯახის წევრებს?

გიორგი: სამწუხაროდ, მხოლოდ ქეთას გოგო ნინო გავიცანი. არ დამავიწყდება მისი წერილი, სადაც მწერდა: "მე თქვენ ძალიან მიყვარხართ" და ა.შ. ბოლოში კი გული ეხატა. ეს წერილი სახლში მაქვს, ვაპირებ, ჩარჩოში ჩავსვა და კედელზე გავაკრა. მიუხედავად იმისა, რომ ქეთას ყველა შვილი არ მინახავს, მაინც ვგიჟდები თითოეულზე.

– გიორგი, ქეთას სტილის გოგოები მოგწონთ?

გიორგი: რა აქვს დასაწუნი?! ანგელოზია! ტანი, ფეხი, ნიჭი, ხასიათი – ასეთი გოგოები ჩემს ყურადღებას ყოველთვის იქცევენ. ეს არის გოგო უნაკლო!

ქეთა: გიორგიც ულამაზესი, არაჩვეულებრივი აღნაგობის, ხმის და ქორეოგრაფიული მონაცემების მქონე ადამიანია, რაც ასევე იპყრობს ქალის ყურადღებას, მაგრამ მას ამ თვალით ვერასოდეს აღვიქვამ, რადგან, როგორც მეგობარი, ისე მიყვარს. სამწუხაროდ, ჯერ, როგორც მეგობრები, სხვაგან ვერ ვხვდებით, რადგან ამ სერიალის გარდა, გვაქვს სპექტაკლები, ოჯახი, ვალდებულებები... სულ 24 საათია დღე–ღამეში და ძილიც ხომ გვინდა?!

– ანუ, პროფესიის გარდა, ჯერ საერთო ინტერესი ან რაიმე ჰობი ვერ გამონახეთ?

გიორგი: ჩემი ჰობი კომპიუტერული თამაშები იყო. მთელი ბავშვობა მე და ჩემი ძმაკაცები გეიმერები ვიყავით – ზედმეტად ვერკვეოდით რაღაცეებში. ასევე ჩემი ჰობია იაპონური ანიმეები, რაც დღემდე შემომრჩა. შემიძლია ღამეები გავათენო და იაპონურ ანიმეს ვუყურო. ყოფილა შემთხვევა, როცა თვენახევარი სკოლაში არ წავსულვარ– ავად ვარ–მეთქი და მითამაშია. ახლაც მიყვარს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დოზები შემცირდა.

ქეთა: ჩემი პირველი პროფესია არქიტექტურაა. მხატვარი ვიყავი და ჰობი მსახიობობა მქონდა. თავიდან სცენაზე, როგორც არაპროფესიონალი მსახიობი, ისე ავედი. ჩემი ჰობი და ოცნება იმით დამთავრდა, რომ პროფესიაში გადაიზარდა და სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე. ახლა დღის რეჟიმი ისეთი მაქვს, ჰობისთვის ვერ ვიცლი. იყო დრო, როცა ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული, ვქარგავდი, ვქსოვდი, ვკერავდი, საჭმელების კეთებაზე დღემდე ვგიჟდები და გემრიელად ვამზადებ.

გიორგი: რომელ ქართველ მამაკაცს არ მოეწონება ის, რომ ქალი თან კერძებს ამზადებს, თან ქსოვა და კერვა იცის და თან გარეთ ბრწყინავს?! თუ ასეთი მამაკაცი სადმე არსებობს, მითხარით!

– ამის მიუხედავად, ქეთას პირველი ორი ქორწინება ვერ აეწყო.

ქეთა: არ მინდა, მაგ თემას შევეხოთ, რადგან ჩემს ქმრებზე უკვე უამრავი დაიწერა.

გიორგი: წარმოდგენა არ მაქვს, რატომ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო. ყველა შემთხვევა ხომ ინდივიდუალურია.

ქეთა: მორჩა, აღარაფერი თქვა!

– რამდენად ჰგავხართ ცხოვრებაში თქვენს პერსონაჟებს?

ქეთა: გიორგი სულ არ ჰგავს. უი, თუმცა მაშინ ჰგავს, როცა ძალიან საყვარელია, მოიწყენს ხოლმე და ლევანი რომ გიორგი ხდება. მე ხომ არ ვგავარ მარის, გიორგი?

გიორგი: არა. ვჭორაობთ ხოლმე რაღაცეებზე, მაგრამ რასაც ხომერიკი და მარი იმ სერიალში აკეთებენ, სულ არ ჰგავს ლორთქიფანიძე–ვარდოსანიძის ჭორაობას.

ქეთა: ვიზუალითაც განვსხვავდებით, მე ცხოვრებაში ასეთი თმით არ დავდივარ.

გიორგი: არც მე დავდივარ აპრეხილი თმით.

ქეთა: არც მარივით ვარ გაგიჟებული ტანსაცმელზე.

გიორგი: მე აქსესუარებზე და ფეხსაცმელებზე მაქვს "ჭედვა". ქეთა არაადამიანურად ლამაზად გამოწყობილიც მინახავს და სასაცილო ვარცხნილობაშიც. უფრო თავისუფალი სტილი, ჯინსები მოსწონს.

ქეთა: თუ ოპერაში მივდივარ, ჯინსებს არ ვიცვამ, მაგრამ დღის მანძილზე ათას ადგილას მიწევს მისვლა და... ყველას უყვარს ბრენდი, მაგრამ მე უფრო მეტად მომწონს ის, რაც მიხდება და მორჩა! ადამიანს არასოდეს ვაფასებ ვიზუალით თუ ჩაცმულობით. მთავარია, პირს რომ გააღებს, რას ამბობს.

გიორგი: დევიზი მაქვს – ადამიანში ყველაზე დიდი ნიჭი უბრალოებაა. ასეთ ადამიანს უბრალო ეცმევა თუ "ბრალიანი", სულ ერთია. იყო დრო, როცა შეყვარებულს ვეძებდი, ვარჩევდი, ეს გამოდგება, ეს – არა. მაშინ კი ვფიქრობდი, რომ ვიზუალს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მამაკაცის დამახასიათებელი თვისებაა – თუ თვალმა არ გაიწია, არ მისდევს სხეული, ანუ თუ თვალით არ მომეწონა, ვერასოდეს გავიგებ, პირს რომ გააღებს, რას მეტყვის. აღიარებს თუ არა, ყველა კაცს აქვს ეს მომენტი.

ქეთა: ანუ ეთანხმები იმ აზრს, რომ კაცს თვალით უყვარს და ქალს – ყურით?

გიორგი: ვეთანხმები.

– გიორგი, როგორც თქვენ წეღან აღნიშნეთ, როგორი ქალი "არ გამოგადგება" ცხოვრებაში?

გიორგი: ყველაფერი გამოდგომაზეა. შეიძლება ძალიან კარგი ნივთი ვერ გამოიყენო. შეიძლება იდიოტი იყო და ძალიან კარგი ქალი ვერ გამოიყენო. შენ თუ შინაგანად ნაგავი ხარ, ვერაფერ კარგს ვერ გამოიყენებ.

– სერიალში თქვენი წყვილი რომ დაქორწინდეს, გინდათ?

გიორგი: მინდა, რომ ქორწილი არ შედგეს, მაგრამ ინტრიგა გაგრძელდეს, რადგან კიდევ ბევრი საინტერესო რამის მოფიქრება შეიძლება. ეს სცენარისტებზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, ქორწილი მოვლენების საინტერესოდ განვითარებას შეაფერხებს.

ქეთა: შენ არ იცი, ოჯახი რა არის და ამიტომ ამბობ ამას. დამერწმუნე, ოჯახის შემთხვევაშიც ბევრი საინტერესო რამის დაწერა შეიძლება. ჩვენ უნიჭიერესი სცენარისტები გვყავს – ირაკლი კაკაბაძე და ნიკოლოზ წულუკიძე და მათ არ გაუჭირდებათ, არც დაქორწინებულებზე დაწერონ და არც გაშორებულებზე.

გიორგი: მაგრამ, კაკაბაძის და წულუკიძის გასაგონად ვამბობ, რომ არ დაგვაქორწინონ!

ქეთა: არ გვინდა!

გიორგი: და უფრო საინტერესოები ვიქნებით.

ქეთა: უფრო საინტერესო იქნება დაშორებული წყვილი, ვიდრე სამზარეულოში კვერცხის შეწვის პროცესში მყოფი. ვიცი, რომ რაღაც საინტერესოს გვიმზადებენ სცენარისტები და ვნახოთ. ზუსტად ისე ველოდებით მოვლენების განვითარებას, როგორც მაყურებელი. თითო სერიას ორჯერ ვუყურებ.

გიორგი: მე ერთხელაც მიჭირს ყურება. პირველი სეზონის დროს საშინელი პროტესტი მქონდა. ჩემი თავი მეზიზღებოდა, განსაკუთრებით – პირველ რამდენიმე სერიაში. მეორე სეზონში, არ ვთვლი, რომ უკეთესია, მაგრამ რაღაცეები უკეთესობისკენ წავიდა. თავიდან ეს ბიჭი ძალიან ცუდი ჩანდა, მაგრამ ყოველ სერიაში უფრო დადებითი ხდება.

ქეთა: აუჰ, რა იცის სიყვარულმა!

გიორგი: აბა!

– ქეთა, თქვენი პერსონაჟი მოგწონთ?

ქეთა: პირველად დავფიქრდი, მომწონს თუ არა. მე მიყვარს მარი, რადგან მე ვთამაშობ.

– გადაღებებიდან რაიმე სასაცილო მომენტს გაიხსენებთ?

გიორგი: სადგურის სცენას, როცა მე და მარი სოფელში მივდივართ, დიდუბის ავტოსადგურზე მართლა 80 გრადუსიან სიცხეში ვიღებდით. ბოლოს ქეთას ჩემი ხელი ეჭირა და სხვები წყალს მასხამდნენ და მასმევდნენ, რადგან მართლა ძალიან ცუდად ვიყავი. 22 დუბლი გადავიღეთ.

ქეთა: სამაგიეროდ, სიცხემ და ცუდად ყოფნამ არ შეუშალა ხელი, მოეფიქრებინა ის, რომ კბილებზე წამესვა პომადა. ყველაზე მწარედ ეს გადაღება გვახსოვს.
Back to top Go down
http://mundonovela.gip-gip.ru
@Ronaldo

@Ronaldo


Posts : 14
Join date : 17.10.11

გიორგი ვარდოსანიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ვარდოსანიძე   გიორგი ვარდოსანიძე Icon_minitimeMon Oct 17, 2011 6:43 pm

vafanatebbbb :b:
Back to top Go down
Admin
Admin
Admin


Posts : 76
Join date : 16.10.11

გიორგი ვარდოსანიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ვარდოსანიძე   გიორგი ვარდოსანიძე Icon_minitimeMon Oct 17, 2011 6:45 pm

@Ronaldo wrote:
vafanatebbbb :b:
Meeeeccccccc !
Back to top Go down
http://mundonovela.gip-gip.ru
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

გიორგი ვარდოსანიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ვარდოსანიძე   გიორგი ვარდოსანიძე Icon_minitimeSun Nov 04, 2012 2:45 pm

მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის ოჯახს საკმაოდ რთული პერიოდიც გამოუვლია... დღეს ერთ-ერთი წარმატებული მსახიობია, თუმცა ამბობს, რომ მსახიობებს დიდი ანაზღაურება არ აქვთ. რას ნიშნავს მისთვის ფული და როგორ შოულობდა ფულს ბავშვობაში, მასთან ინტერვიუს დროს შეიტყობთ.

- რას ნიშნავს შენთვის ფული?
- ფული ჩემთვის საშუალებაა, რომ გავერთო, დავეხმარო სხვებს, რა თქმა უნდა, ვიარსებო და ზოგჯერ ნერვებიც მოვიშალო...

- პირველი ანაზღაურება გახსენდება?
- ჩემი პირველი ანაზღაურება 100 დოლარი იყო. ეს თანხა ექვსი წლის წინ "ევროვიზიაზე" გადამიხადეს. სოფო ხალვაშთან ერთად გამოვდიოდი, მისი ერთ-ერთი მოცეკვავე გახლდით. მახსოვს, როცა ეს ფული ავიღე, არ ვიცოდი, რაში დამეხარჯა, იმდენი რამ მომდიოდა თავში. ბოლოს უაზროდ დავხარჯე. მახსოვს, მქონდა იმის შეგრძნება, რომ უკვე კაცი ვიყავი, რადგან ჩემი პირველი წვალებისთვის ჰონორარი მომცეს (იღიმება).

- ფული ადვილად გეხარჯება?
- მფლანგველთა კატეგორიას მივეკუთვნები (იცინის). ფული მეხარჯება ძირითადად მეგობრებთან დროის გატარებისას. ხელფასი ისე მიმთავრდება, ვერც კი ვხვდები, რაში დაიხარჯა. ხან სათევზაოდ დავდივარ, მეგობრებს არ ვაკლებ არაფერს, რაც კი შემიძლია. ბენზინში ბევრი ფული მიდის.

- არასდროს შეგიგროვებია?
- თუკი შეგროვება დავიწყე, აუცილებლად რაღაც ძვირიანის ყიდვა უნდა მქონდეს ჩაფიქრებული, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებ შეგროვებას. თუმცა ეს იშვიათად ხდება.

- რაც შეეხება სესხება-გასესხებას...
- "ჰამლეტში" არის კარგი რჩევა - ფული არავის ასესხო და არავისგან ისესხოო, ამას მეც ვეთანხმები, თუმცა დღეს ამ რჩევის გათვალისწინება ცოტა ძნელია. მაქვს ბანკის სოლიდური, ხუთნიშნა ვალი, რასაც ყოველთვიურად ვიხდი. კარგი გადამხდელი გახლავართ, იდეალური საკრედიტო ისტორიით. თავად მე ვცდილობ, ფული არ გავასესხო და თუ მეგობარს სჭირდება, ვაჩუქო. სამწუხაროდ, ვერ გავურბივარ სესხებასაც.

- ფულის გამო მეგობარი თუ დაგიკარგავს?
- ამის მოყოლას დიდი დრო დასჭირდება, თუმცა ერთს ვიტყვი, როცა მეგობრობაში ფული ერევა, ადამიანებს "რამსები" ადვილად ერევათ (იცინის). ცუდია, მაგრამ რას ვიზამთ.

- შენს წრეში ფულიანი ადამიანები თუ გყავს? როგორ ფიქრობ, ფული ცვლის ადამიანებს?
- ძალიან ცვლის, უმეტესად ცუდისკენ, ამიტომ ძნელია, შეინარჩუნო ადამიანური ფასეულობები, როდესაც ძალიან ბევრი ფული გაქვს. ჩემს წრეში უფრო მეტად სხვა ღირებულებებით მდიდარი ადამიანები მეგულება.

- ერთ დღეს მილიონერად რომ გაიღვიძო, პირველად რაში დახარჯავდი თანხას?
- არ დაიჯერო, ვინც ამ შეკითხვაზე ეგრევე გიპასუხებს, რაში დახარჯავდა დიდ თანხას. ვერც მე გეტყვი. იმედი მაქვს, კარგ საქმეებში. შევეცდებოდი, დიდ ფულს პიროვნულად არ შევეცვალე.

- როდესაც საქმეს გთავაზობენ, რამდენად მნიშვნელოვანია ანაზღაურება?
- არ დაგიმალავ და ანაზღაურებას აქვს მნიშვნელობა, თუმცა ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა სრულიად უფასოდაც დავთანხმებულვარ, თუკი მიგრძნია, რომ იმ ადამიანს ნამდვილად სჭირდებოდა ჩემი მონაწილეობა. არ მიყვარს, როდესაც ვინმე მეწუწუნება ან შრომას არ მიფასებს სათანადოდ, მირჩევნია, სიმართლე მითხრას, არ მაქვს და დამეხმარეო... წუწუნს ვერ ვაპატიებ, ცუდად ვამთავრებ ურთიერთობას.

- ფულთან დაკავშირებული რაიმე სახალისო ეპიზოდი გაიხსენე.
- დაახლოებით 14 წლის ვიყავი, მე და ჩემი მეგობარი მივსეირნობდით ერთ დღეს ქუჩაში და დავინახეთ, რამდენიმე მეტრში ასლარიანი ეგდო. სანამ დავგეგმეთ, როგორ აგვეღო ისე, რომ არავის შეემჩნია, მანამდე ჩვენზე პატარა ბავშვმა დაიღრიალა, ვაიმე, ასი ლარიო, დასტაცა ხელი, აიღო და გახარებული გაიქცა. ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედია იყო იმ ასაკში (იცინის).

- მსახიობობას კარგი ანაზღაურება მოაქვს?
- სამწუხაროდ, მსახიობის პროფესიით დღეს თითქმის შეუძლებელია ნორმალურად ცხოვრება.

- ერთიანად დიდი თანხა ჩაგვარდნია ოდესმე ხელში?
- არც ისე დიდი, მაგრამ მქონია და ნამდვილად ვიცოდი, რაში უნდა დამეხარჯა, ამიტომაც არც ეიფორიაში ვყოფილვარ და არც შოკში ამის გამო.

- გიორგი, შენს საქმესაც შევეხოთ. ახლახან "სიყვარულის ბალადა" გამოვიდა შენი მონაწილეობით.
- მადლობა "ღამის შოუს", თუნდაც იმისთვის, რომ გადაღებებზე თვე-ნახევარი სასწაული დრო გავატარეთ. მგონი, კარგი ფილმი გამოვიდა, ისეთი, რომ მიხვალ და იტყვი, რა საყვარელიაო, პოზიტივით დაიმუხტები და სახლში კარგ ხასიათზე დაბრუნდები.

- ფული მოგიგია?
- ორი ლარი მოვიგე ადრე რაღაც დებილ ლოტოში, ოღონდ ლოტოს ბილეთი სამი ლარი ღირდა (იცინის)...

- ქალის შესაბმელად თუ დაგიხარჯავს გვარიანი თანხა?
- არასოდეს. თუ მხოლოდ ფულით შეგიძლია ქალის მოხიბვლა, ძალიან ცოდო ხარ...

- ვიცი, რომ შეყვარებული ხარ. ალბათ როდესაც ფული გაქვს, ცდილობ, მას ასიამოვნო.
- ყოველთვის ვცდილობ ვასიამოვნო საჩუქრებით. თუ მეტი მექნება, მეტს გავუკეთებ, მისთვის არაფერი მენანება!..

- გაჭირვებული პერიოდი თუ გამოგივლია?
- ხშირად ყოფილა, წელი გასულა და ათლარიანიც არ მდებია არც ერთ დღეს. მაგრამ არა უშავს. ამ დროს აფასებ ყველაზე მეტად ბევრ რამეს. ჩემს ოჯახს ძალიან რთული პერიოდი გამოუვლია. თავს არავის ვაცოდებ, მაგრამ ომიანობისა და შემდგომი არეულობის დროს, ეზოში ბოთლებს ვაგროვებდი და ჩუმად ვაბარებდი, რომ სახლში მეც რაღაც მიმეტანა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ერთ დღეს, ექვსი წლის ასაკში, ვიღაცის გარაჟში შევიპარე, მას არყით სავსე ბოთლები ჰქონდა შენახული, რამდენიმე ყუთით. ორი დღის განმავლობაში შევდიოდი, ბოთლებიდან არაყს ვასხამდი, შემდეგ ცარიელი ბოთლები ჩასაბარებლად მიმქონდა. ბოლო ორი ბოთლი რომ გამომქონდა, პატრონმა დამინახა, დამიჭირა და მაგრად მიმტყეპა. ეს არასდროს დამავიწყდება, თუმცა იმ ასაკში მჯეროდა, რომ სწორად ვიქცეოდი. არასდროს შემრცხვენია და არც მინანია ეს საქციელი.
Back to top Go down
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

გიორგი ვარდოსანიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ვარდოსანიძე   გიორგი ვარდოსანიძე Icon_minitimeSun Nov 04, 2012 2:46 pm


გიორგი ვარდოსანიძე 1363188
Back to top Go down
Sponsored content





გიორგი ვარდოსანიძე Empty
PostSubject: Re: გიორგი ვარდოსანიძე   გიორგი ვარდოსანიძე Icon_minitime

Back to top Go down
 
გიორგი ვარდოსანიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
M U N D O N O V E L A ! :: მსახიობები ( გახსენით თემა თქვენს საყვარელ მსახიობებზე ) :: ქართველი მსახიობები-
Jump to: