ევროვიზია 2010"-ის ქართველი კონკურსანტი, სოფო ნიჟარაძე 27 მაისს ჩატარებული ნახევარფინალის საუკეთესო ათეულში მოხვდა.
ფინალი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 29 მაისს ჩატარდება და მას აზერბაიჯანელი კონკურსანტი გახსნის.
"ევროვიზია 2010"-ის გამარჯვებულს მაყურებელთა ხმების უმრავლესობა და ჟიური გამოავლენს."ვერის უბნის მელოდიებში" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მომღერალი სოფო ნიჟარაზე სტუდენტების მოთხოვნას facebook -ის გვერდზე ეხმიანება და განმარტავს, რომ მუზიკლის ყველა მსახიობი თავის პროტესტს განვითარებული მოვლენების ფონზე, საკუთარი მუშაობით გამოხატავს. ნიჟარაძე აცხადებს, რომ მუზიკლის ჩვენება არ შეჩერდება, რადგანაც მასში დაკავებული მსახიობებისათვის ეს არის ჩვეულებრივი სამსახური.
"მომდის რამდენიმე ადამიანისგან თხოვნა, რომ დროებით შეჩერდეს "ვერის უბნის მელოდიების" ჩვენება, რაზეც ყველას გცემთ პასუხს: ყოველი სპექტაკლის წინ, რაც ეს კადრები გავრცელდა, ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს, რომ ვგმობთ ძალადობას და სისასტიკეს. გულწრფელად ვუერთდებით ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის შინაგან პროტესტს, მაგრამ რაც შეეხება გაჩერებას არ გვესმის, თუ რატომ გვიცხადებენ პროტესტს და რატომ ვართ გამონაკლისები ამ შემთხვევაში. ეს ჩვენი სამსახურია, ისევე როგორც სხვა ადამიანი დადის ბანკში, ექიმები საავადმყოფოში, სხვა თეატრებში მუშაობენ და სხვა და სხვა ქალაქებში ღია ცის ქვეშ იმართება არტისტების სოლო კონცერტები",- აცხადებს სოფო ნიჟარაძე.