M U N D O N O V E L A !
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

M U N D O N O V E L A !

M U N D O N O V E L A!
 
HomePortalLatest imagesSearchRegisterLog in

 

 თათული ედიშერაშვილი

Go down 
2 posters
AuthorMessage
Admin
Admin
Admin


Posts : 76
Join date : 16.10.11

თათული ედიშერაშვილი Empty
PostSubject: თათული ედიშერაშვილი   თათული ედიშერაშვილი Icon_minitimeMon Oct 17, 2011 6:00 pm

თათული ედიშერაშვილი 73d306b915f4f77593e7be1aa837944e

თათული ედიშერაშვილი - ქართველი მსახიობი. დაიბადა 1981 წელს ქალაქ თბილისში. არის დაოჯახებული.2002 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი. 2003 წელს თავისუფალ თეატრში ითამაშა სპექტაკლებში:
ბიუხნერის - „ვოიცეკი“ (ანდრო ენუქიძე);
უ.ბ.მოლიერი - „დონ- ჟუანი“ (ალექსი ჯაყელი);
2009 წელს მონაწილეობა მიიღო ავთო ვარსიმაშვილის ფილმში „ყველაფერი კარგად იქნება“. ფართო მაყურებლისათვის ცნობილია ასევე პოპულარული ტელე სერიალით „შუა ქალაქში“.
Back to top Go down
http://mundonovela.gip-gip.ru
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

თათული ედიშერაშვილი Empty
PostSubject: Re: თათული ედიშერაშვილი   თათული ედიშერაშვილი Icon_minitimeSun Nov 04, 2012 2:09 pm

სერიალის - "შუა ქალაქში" მსახიობები: თამუნა ნიკოლაძე, თათული ედიშერაშვილი, გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე "კომედი ჯგუფის" წევრები გახდნენ. მათი მონაწილეობით "კომედი ჯგუფი" ახალი სერიალის გადაღებას იწყებს, რომელსაც ტელემაყურებელი სულ მალე იხილავს... ჩვენ სერიალის - "შუა ქალაქში" ერთ-ერთი ძველი და ხალხისთვის საყვარელი გმირის, ქეთევან ღლონტის როლის შემსრულებელ თამუნა ნიკოლაძეს ვესაუბრეთ, რომელიც სიხარულით ელის იმ დღეს, როცა მაყურებლების წინაშე ახალ ამპლუაში წარდგება...

- მიმაჩნია, რომ მკითხველსა თუ მაყურებელს თავი არ უნდა მოვაბეზრო და ინტერვიუს მიცემაზე ამიტომაც ვამბობდი უარს. ნებისმიერი ცნობილი ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა მას სურს, "პაუზა აიღოს". მინდოდა, მკითხველები მომნატრებოდა, ხალხს მეც მოვნატრებოდი. ყველას ვულოცავ შობა-ახალ წელს და დიდ სიყვარულს, წარმატებებს, გამრავლებას, გახარებას ვუსურვებ!.. რაც შეეხება ჩემს შემოქმედებით ცხოვრებას, ყოველდღე ახალ-ახალ შემოთავაზებას ვიღებ, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვწირავ. როცა ქუჩაში ტელემაყურებლები მხვდებიან, მეუბნებიან: სერიალის - "შუა ქალაქში" "გამეორებებს" ვუყურებთ; ახლა მივხვდით, როგორ გვყვარებიხარ, მართლა გვენატრებიო. ალბათ, მალე ახალ სერიალში გამოვჩნდები - ჩემი საყვარელი კოლეგები და მეგობრები რაღაც პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, რაც "კომედი ჯგუფის" შემოთავაზება გახლავთ. ამასთან დაკავშირებით, ჯერ ვერაფერს ვიტყვი - პირველ ნაბიჯს რომ გადავდგამთ, შემდეგ ვილაპარაკოთ.

- არ გეშინია, რომ შეიძლება, შენი ახალი პერსონაჟი სერიალის - "შუა ქალაქში" გმირს დაემსგავსოს? მით უმეტეს, რომ პარტნიორობას ძველი შემოქმედებითი ჯგუფის წევრები გაგიწევენ.
- არა, ამის ნამდვილად არ მეშინია! სხვათა შორის, ჩვენს ჯგუფს რამდენიმე ახალი მსახიობიც შემოემატება და ერთად ვეცდებით, კარგი სერიალი "გავაკეთოთ"... ქეთევან ღლონტმა ხალხის დიდი სიყვარული მომიტანა, მაგრამ მსახიობი მხოლოდ ერთ როლზე არ უნდა "გაიყინოს", სხვადასხვა პერსონაჟი უნდა განასახიეროს და შემოქმედებითად გაიზარდოს. ძალიან მსიამოვნებს, რომ რამდენიმე კვირაში ტელემაყურებლების წინაშე ახალი გვარ-სახელით წარვდგები... "შუა ქალაქში" ჩემთვის ყოველთვის ლამაზ მოგონებად დარჩება; ის 4 წელი, როცა მასში ვმონაწილეობდი, ძალიან ტკბილად მახსენდება...

- განახლებულს თუ უყურებ?
- როცა შინ ვარ, ვუყურებ. ამ სერიალში ბევრი ჩემი კოლეგა, მეგობარი მონაწილეობს და ცხადია, თითოეულ მათგანს სულითა და გულით ვგულშემატკივრობ. მინდა, ეს ადამიანები - წარმატებულები, სერიალი კი რეიტინგული იყოს.

- სერიალში ძველი პერსონაჟები ჩნდებიან ხოლმე, მაგრამ შენ მასში მონაწილეობას ვეღარ მიიღებ. ამის გამო გული ხომ არ გწყდება?
- 4 წლის განმავლობაში ისე "დავნაყრდი", რომ გული არ მწყდება; 300 სერიაში ვმონაწილეობდი, ეს კი ცოტა ნამდვილად არაა. მინდა, სერიალის ახალმა მონაწილეებმა თამაში კარგად განაგრძონ.

- შემოდგომაზე, როცა გადაღება დაიწყო და გაირკვა, რომ სერიალში მონაწილეობას აღარ მიიღებდი, არ დაიბენი?
- რაღაცები დასაბნევი და შეიძლება, გულსატკენიც იყო, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საჭირო იყო...

- თამუნა, ახლახან "თავისუფალი თეატრის" სცენაზე სპექტაკლის - "ხვალ შობაა" პრემიერა შედგა, რომელშიც მონაწილეობ. პრემიერით კმაყოფილი ხარ?
- ძალიან თბილი შემოქმედებითი ჯგუფი "შეიკრა". ისეთი სპექტაკლი დავდგით, როგორიც ქართული შობის დღესასწაულს ეკადრება. სპექტაკლში - "ხვალ შობაა", რომლის რეჟისორი - გიორგი სიხარულიძე, დრამატურგი - ქეთი პატარაია, მხატვარ-სცენოგრაფი - ვანო ხუციშვილი, ქორეოგრაფი კი გიორგი ბარბაქაძე გახლავთ, ძველი და ახალი თაობის "ჭიდილია" ასახული. მე ახალგაზრდა გოგონას როლს ვასრულებ, რომელსაც ქართული ტრადიციები არ მოსწონს და ამის გამო, უფროს თაობას ებრძვის. გოგონას "ზეამოცანაა", საქართველოდან გაემგზავროს და ამერიკაში იცხოვროს. მომწონს, ჩემგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს რომ ვასახიერებ. მსიამოვნებს, როცა ჩემი პერსონაჟი "უცხოა" და ერთმანეთთან საერთო არაფერი გვაქვს...

- არ გაქვს სურვილი, რომ ეკრანზეც მრავალფეროვანი, ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟები განასახიერო?
- სიმართლე გითხრათ, დიდი სურვილი მაქვს დრამატული, სერიოზული როლიც შევასრულო. ჯერ ყველაფერი წინაა... თეატრში ყველანაირ ჟანრში მიწევს მუშაობა: კომედია, ტრაგიკომედია, ფსიქოლოგიური დრამა... ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლი "თოჯინების სახლია" (ჰენრიკ იბსენის პიესის მიხედვით). ეს გახლავთ ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ვანო ხუციშვილმა დადგა. "თოჯინების სახლზე" მუშაობის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო, რეპეტიციები 6 თვის განმავლობაში გვქონდა.

- როგორც აღნიშნე, სპექტაკლში - "ხვალ შობაა" შენს პერსონაჟს ტრადიციები არ უყვარს. შობის დღესასწაული თავად როგორ აღნიშნე?
- ძალიან ტრადიციულად. შობა, ძველით ახალი წელი, აღდგომა, გიორგობა, თამარობა, მარიამობა ჩემს ოჯახში ყოველთვის აღინიშნება. მიყვარს, როცა კერძებს ვამზადებ და სტუმრებს ვუმასპინძლდები. ვცდილობ, დაბადების დღეც შინ გადავიხადო, მაგრამ წელს ეს ვერ მოვახერხე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ 50 კაცს სახლში ვერ დავტევდი, ამიტომ დაბადების დღე რესტორანში აღვნიშნე... ვერ ვიტყვი, რომ შინ ჩაკეტილი და გაზქურაზე "შემომჯდარი" ვარ, მაგრამ როცა დრო მაქვს, კერძებს სიამოვნებით ვამზადებ და მეგობრებს ვუმასპინძლდები.

- სპექტაკლის პრემიერისთვის მზადებამ ახალი წლის სამზადისში ხომ არ შეგიშალა ხელი?
- საახალწლო სამზადისისთვის მართლაც, ცოტა დრო მქონდა, მაგრამ ნაძვის ხის მორთვაც მოვასწარი (დიდი, ულამაზესი ნაძვის ხე მაქვს!) და გოზინაყიც მოვამზადე - სულ რომ ფეხებით ჩამომკიდონ, ამ ტრადიციას ვერ დავარღვევ! ახალი წლის ღამეს შევეცადე, რომ დამდეგს სახლში შევხვედროდი, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად, რესტორანში წავედი... სხვათა შორის, დეკემბერში მე და ჩემი მეგობრები - გოგა და თათული სარეკლამო გადაღებაზე თურქეთშიც ვიყავით...

- როგორც ვიცი, თათული მეორე შვილის მოლოდინშია. ორსულს მუშაობა არ უჭირს?
- თათული ძალიან აქტიურია, ყველაფერს ახერხებს. მერწმუნეთ, ის ოჯახს და პროფესიას ერთმანეთს კარგად უთავსებს.

- ძალიან კარგი! დაბოლოს, რამის თქმა ხომ არ გინდა?
- ამას წინათ სუფრასთან სადღეგრძელო თქვეს და მკითხეს, - ვის უხდი მადლობასო? ვთქვი: მადლობას ვუხდი უფალს, რადგან ბევრი საქმე მაქვს; ასევე, ჩემს ოჯახს, დას - სოფოს და სიძეს - კოკოს; ჩემს მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს, პროფესიას - ჩემს ერთგულ "მეგობარს", "თავისუფალ თეატრს", რომელშიც "ვცხოვრობ" და შემოქმედებითად ვიზრდები-მეთქი...
Back to top Go down
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

თათული ედიშერაშვილი Empty
PostSubject: Re: თათული ედიშერაშვილი   თათული ედიშერაშვილი Icon_minitimeSun Nov 04, 2012 2:11 pm

მსახიობი თათული ედიშერაშვილი წლების განმავლობაში ტელეეკრანის საშუალებით ყველა ოჯახის სტუმარია და შესაბამისად, ბევრი მაყურებლის საყვარელი მსახიობი გახდა. რამდენიმე ხნის წინ, თამარ ღლონტი, ნინო ჯაფარიძემ შეცვალა და „შუა ქალაქიდან” „ალუბლების ქუჩაზე” გადაინაცვლა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, თათული ორი ადამიანისთვის ყოველთვის იცლის და მათთან ურთიერთობით სიამოვნებას დიდი დოზით იღებს. ესენი არიან 2 წლის ნანიკო და 8 თვის სესე. რა შეიცვალა ჩვენი რესპონდენტის ცხოვრებაში, როგორია მისი ყოველდღიური რეჟიმი, რა ხდის ბედნიერს და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხს, უკვე მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ.

– საკმაოდ დიდი ხანია, „თბილისელების“ მკითხველს თათული ედიშერაშვილის ინტერვიუ არ წაუკითხავს. დროის ამ მონაკვეთში შენს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა და შესაბამისად, მოსათხრობიც ბევრი გექნება.
– ჩემი ახალი პერსონაჟით დავიწყებ, რომელსაც ნინო ჯაფარიძე ჰქვია, არის ექიმი და 4-ჯერ გათხოვილ-გამოთხოვილი. ეს ალბათ ყველაფერს ამბობს, თუ როგორი შეიძლება იყოს ის. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მას არ აქვს ბევრი კარგი თვისება. ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ, რადგან პერსონაჟი ბოლომდე არ არის განვითარებული. ძალიან ბევრი ნინოსნაირი ქალი მხვდება და სხვათა შორის მომწონს. დარწმუნებული ვარ, არც ერთ ქალს არ მოსწონს, როცა მას ებატონებიან, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ამბობს და რაღაცეების დათმობაზე მიდის. ალბათ, ჩემი პერსონაჟი ისეთია, რომელიც არაფერს თმობს, თავისი შეხედულებები აქვს და შესაბამისად, მისი გაძლება მამაკაცებისთვის ძნელია. ალბათ, ამიტომაც არის 4-ჯერ გათხოვილ-გამოთხოვილი. ჩემი პერსონაჟი იმითაც საინტერესოა, რომ ის ჩემგან აბსოლუტურად განსხვავდება, სულ სხვა კატეგორიისა და სტილის ადამიანია. აცვია ისე, როგორც მე არ ვიმოსები. პიჯაკი, მაღალი ქუსლები, დიდი ბეჭდები, თმაზე „ბიგუდები“ და ასე შემდეგ. თავი უცხოპლანეტელი მგონია ხოლმე, მაგრამ საინტერესოა და მომწონს, რადგან სიახლეა ჩემთვის.
– „შუა ქალაქზე“ რას იტყვი?
– საერთოდ ვფიქრობ, რაღაც რომ იწყება, ის ოდესღაც ძალიან კარგად უნდა დამთავრდეს. მე ვფიქრობ, „შუა ქალაქში” ძალიან კარგად დამთავრდა ჩვენთვის და დავიწყეთ ახალი სერიალი „ალუბლების ქუჩა 12,” რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგად დავიწყეთ. არის აზრთა სხვადასხვაობა, რომ ეს ისეთი არ არის, ძველი ჯობდა, მაგრამ ესეც შეგუების მომენტია. როცა 4 წელი უყურებ სხვა სერიალს და მისი პერსონაჟები გიყვარდება, ვეღარ წარმოგიდგენია, ეს ადამიანები სხვა გარემოში, სხვა ჩაცმულობით, სხვა ტექსტებით. დარწმუნებული ვარ, როცა მაყურებელი მასაც შეეჩვევა, არანაკლებ კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს. ზოგს უკვე ძალიან მოსწონს და მიესალმებიან ამ ცვლილებას.
– იუმორი, როგორც მთლიანად ამ სერიალშიც უხვად იგრძნობა შენს პერსონაჟში.
– ჩემი პერსონაჟი ნაკლებად იტვირთავს თავს ლაპარაკით. ისეთი ქალია, ცოტას რომ ლაპარაკობს და მიზანში არტყამს. ძალიან ცივი და საღი გონებით წყვეტს ყველაფერს და ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ზედმეტად თავის აზრს თავს არავის ახვევს. ხელს არავის უშლის და არც არავის აშლევინებს. ძალიან მომწონს.
– საკუთარი თავიდან თუ გაქვს ნინო ჯაფარიძის პერსონაჟში რაიმე აღებული?
– ალბათ, რაღაცეები მაქვს აღებული და ეს ბუნებრივიცაა. დაზუსტებით ვერ გეტყვით, რადგან ჩემი პერსონაჟი ჯერ კიდევ ძიებისა და კეთების პროცესშია.
– სახელი და გვარი თავად შეურჩიე ნინო ჯაფარიძეს?
– თავიდან მინდოდა, ნინიკო იაშვილი ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნიკა ჯაფარიძის და უნდა ვყოფილიყავი. ამიტომ, ნინიკო იაშვილის მაგივრად ჯაფარიძე გახდა.
– მაყურებელი ყოველთვის დიდი სიყვარულით გხვდება.
– ზოგი იმდენად ნერვიულობს, ახლოს რომ მოდის, არ იცის, რა მითხრას. მეც უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები და ვიწყებ ლაპარაკს, თითქოს მე მივედი მასთან. როგორ ბრძანდებით, უი, რა კარგი გოგო ხართ და ასე შემდეგ. მინდა, რაღაცნაირად სიტუაცია განვმუხტო. ვფიქრობ, მსახიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია, როცა ადამიანებს ასე უყვარხარ. თუმცა, მე ვფიქრობ, ეს მაქსიმუმი არ არის და ყოველთვის ვცდილობ, ახალი ძალებით მოვსინჯო ყველგან ყველაფერი. მე თვითონ ვერ ვჩერდები და არ მაკმაყოფილებს ერთი და იგივე. ესეც ალბათ ადამიანური ბუნებაა. სამწუხაროდ, ჩვენი პროფესია ისეთია, რაც არ უნდა მონდომებული და კეთილგანწყობილი იყო, მაინც გიწევს, რაღაცეებს დაემორჩილო, რადგან სხვანაირად არ გამოდის. თუ ბუნება და ხასიათიც ისეთი გაქვს, რომ არ შეგიძლია, ვინმეს თვალში თითი ატაკო – ხარ შენთვის ისე როგორც ხარ, არ გამოგდის ძალების მოსინჯვა იმ დოზით, როგორც გინდა. თუმცა, რაც გამოგვდის, ამისთვისაც ღმერთს მადლობა.
– იმიჯი გაქვს შეცვლილი, რაც ძალიან მოგიხდა.
– ყველა მეუბნება, დედობა ძალიან მოგიხდაო. 2 შვილი გავაჩინე და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ისეთი გრაფიკი მაქვს, ლიფტში ვივარცხნი თმას, მეუბნებიან, მაინც ფორმაში ხარო. ეს, ალბათ, შვილების მიმართ დიდმა სიყვარულმა იცის, რომელიც გალამაზებს, ბედნიერს, უფრო კეთილსა და კარგს გხდის. შესაბამისად, ალბათ, სხვასაც უფრო მოსწონხარ.
– ბავშვები რა ხნის არიან?
– ნანიკო 5 ოქტომბერს ხდება 2 წლის, სესე 8 თვისაა. სესე ძალიან მსუქანია და სერიოზული ძალა მჭირდება, ბავშვი ხელში დავიჭირო.
– როგორი დედა ხარ?
– ვფიქრობ, ძალიან მზრუნველი და მოწესრიგებული დედა ვარ. ძალიან ჯანსაღად ვუდგები შვილების აღზრდას, ზედმეტად არ ვაწუხებ აღზრდის სხვადასხვა მეთოდებით მათ. თავს არ ვიძაბავ და მათი გაზრდით სიამოვნებას უფრო ვიღებ, ვიდრე ტანჯვას. თან, ძალიან მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ. უფრო მეტიც, ალბათ, ამაზე კარგს მართლა ვერაფერს გავაკეთებ.
– ორივე ფეხმძიმობის დროს აქტიურად მუშაობდი და ეკრანზე იყავი.
– განსაკუთრებით პირველზე. ბოლოს მართლა ვეღარ დავდიოდი, რეპეტიციებსა და გადაღებაზე მანქანით მივყავდი ჩემს მეუღლეს. თან, სამშობიარო ტკივილებიც თითქმის დაწყებული მქონდა, მაგრამ თავს არ ვაძლევდი უფლებას, რადგან შემდეგი კვირის სცენარში ვეწერე და გადაღებას ვერ ჩავშლიდი. ბოლოს უკვე სერიალში ფეხი მომტეხეს და დამსვეს. ერთადერთი იმის თავი მქონდა, ტექსტი დამემახსოვრებინა. ბოლო წუთამდე შრომაში ვიყავი. რაც შეეხება მეორე ფეხმძიმობას, 8 თვის ორსული თურქეთში ვიყავი გადაღებაზე. მე, თამუნა ნიკოლაძე და გოგა ბარბაქაძე ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრის სახეები გავხდით. სერიოზული ფოტოგადაღებები გვქონდა. ალბათ, 9 საათი მუხლჩაუხრელად მიდიოდა გადაღებები. საბოლოო ჯამში, თბილისში არცთუ ისე დაღლილი ჩამოვედი. ეს ძალიან ნორმალურად მიმაჩნდა და განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი. ახლა რომ ვფიქრდები, ვერ ვხვდები, როგორ ვბედავდი და როგორ არ მეშინოდა. ღმერთს მადლობა, რომ ორივე ბავშვზე კარგი ფეხმძიმობა მქონდა და შრომით არ ვწუხდებოდი.
– სახელი სესე ვისი არჩევანია?
– მგონი, გოგოს სესე საერთოდ არავის ჰქვია ჩემი შვილის გარდა. ბავშვებს იმდენად უცნაური გვარი აქვთ, რომ სახელი მინდოდა შემერჩია განსაკუთრებული და მოვიფიქრე კიდეც – სესე ჩიმჩიური. თან, იცით როგორ უხდება? სუფთა სესეა. ზოგი მეკამათება, რომ ეს ბიჭის სახელია. დაე, იყოს ბიჭის სახელი, მე ძალიან მომწონს. სესეს ნათლობის სახელი კი სესილიაა.
– ინტერვიუს დასასრულს, რას ეტყვი შენს მაყურებელს, რომელსაც ყოველთვის უხარია თათულის დანახვა?
– ნამდვილად ვგრძნობ, რომ ჩემი დანახვა უხარიათ. ახალს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვეტყვი, მართლა ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს. ეს საოცარი რამ არის. შეიძლება, ბევრი რამ აკეთო, მაგრამ რა ენერგიასაც უშვებ, მისი ნახევარი დაგიბრუნდეს, ან ცოტა შეცვლილი ფორმით. მე კი რა ემოციასაც ვუშვებ მაყურებელში, გაათასმაგებული მიბრუნდება, რაც უდიდესი ბედნიერებაა როგორც ადამიანისთვის, როგორც მსახიობისთვის და როგორც დედისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას. როცა სიამოვნებით ვაკეთებ ჩემს საქმეს და ამით სხვასაც სიამოვნებას ვანიჭებ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, ისიც ვთქვა, რომ ძალიან ნუ გაგვაკრიტიკებენ და უფრო ლმობიერები იყვნენ. თუმცა, ჯანსაღ კრიტიკას ნამდვილად არ ვერიდები და არ მეშინია.
კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის. მეშინია ამის ხმამაღლა თქმა, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, როცა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.
Back to top Go down
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

თათული ედიშერაშვილი Empty
PostSubject: Re: თათული ედიშერაშვილი   თათული ედიშერაშვილი Icon_minitimeSun Nov 04, 2012 2:14 pm

თათული ედიშერაშვილი 1363029
Back to top Go down
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

თათული ედიშერაშვილი Empty
PostSubject: Re: თათული ედიშერაშვილი   თათული ედიშერაშვილი Icon_minitimeSun Nov 04, 2012 2:14 pm

თათული ედიშერაშვილი 1363034
Back to top Go down
Sponsored content





თათული ედიშერაშვილი Empty
PostSubject: Re: თათული ედიშერაშვილი   თათული ედიშერაშვილი Icon_minitime

Back to top Go down
 
თათული ედიშერაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
M U N D O N O V E L A ! :: მსახიობები ( გახსენით თემა თქვენს საყვარელ მსახიობებზე ) :: ქართველი მსახიობები-
Jump to: