M U N D O N O V E L A !
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

M U N D O N O V E L A !

M U N D O N O V E L A!
 
HomePortalLatest imagesSearchRegisterLog in

 

 მარიამ ჯოლოგუა

Go down 
AuthorMessage
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

მარიამ ჯოლოგუა Empty
PostSubject: მარიამ ჯოლოგუა   მარიამ ჯოლოგუა Icon_minitimeSun Nov 04, 2012 7:08 pm

მარიამ ჯოლოგუა 1364152 მსახიობ მარიამ ჯოლოგუას ანანოს როლმა სერიალიდან "შუა ქალაქში" დიდი პოპულარობა მოუტანა. მარიამის საინტერესო პროფესიის მიღმა ასევე საინტერესო ცხოვრება იმალება. მსახიობს 10 წლის ვაჟი ჰყავს, სახელად ბუკა, რომლის მამასთან განქორწინებულია. უნდა, შვილს და–ძმა გაუჩინოს, მაგრამ მაშინ, როცა ისეთი კანდიდატი გამოჩნდება, როგორიც მარიამს სურს. ერთი შეხედვით, მხიარულ და უდარდელ გოგოს აქამდე მოსასვლელად ბევრი სიძნელის გადალახვა მოუწია. "სარკეს" მარიამი გულწრფელად ესაუბრა თავის ცხოვრებასა და საქმიანობაზე. ინტერვიუ "თავისუფალი თეატრის" საგრიმიოროში შედგა. ახალგაზრდა მსახიობი სპექტაკლისთვის ემზადებოდა. საათნახევარში დაიწყება სპექტაკლი და განწყობა არის ძალიან მაგარი. ისეთი სპექტაკლია, რომ მსახიობი ენერგიით, ტკივილით, სიხარულით, სიყვარულით უნდა იყოს გაძეძგილი. ყოველი სპექტაკლის წინ ვცდილობ, არაფერი გავაკეთო, რაც ენერგიას წამართმევს. მინდა, მთელი ჩემი ემოცია გადავიდეს მაყურებელზე, რომელიც "თავისუფალ თეატრში" მრავლად დადის. სპექტაკლს ჰქვია "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ". რეჟისორი არის ავთო ვარსიმაშვილი. ეს სპექტაკლი ნიკო გომელაურისთვის დადგა და მთავარ როლში არის ნიკო, მე მისი პარტნიორი ვარ. საინტერესო როლი მაქვს. სცენარი რომ წავიკითხე, ვთქვი, შეიძლება მსახიობად მოკვდე და არ მოგეცეს საშუალება, ასეთი როლი ითამაშო–მეთქი. ამავე დროს აქტუალური არის იმდენად, რამდენადაც ტრაგედია, რომელიც ვითარდება სპექტაკლში, აგვისტოს ომთან არის დაკავშირებულითავისუფალ თეატრთან" დიდი ხანია ვმეგობრობ. ჩემი მეგობრები "შუა ქალაქიდან" ამ თეატრში არიან და თუ რამე პრემიერა იყო, ვესწრებოდი. ჩემთვის მოულოდნელი იყო, ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა რომ დამირეკა და მითხრა, ახალ სპექტაკლზე ვიწყებ მუშაობას და მინდა, დაგელაპარაკოო. თან დაამატა, თუ შენ არ გეწყინება, გამოსაცდელ პერიოდს მოგცემო. სიამოვნებით დავთანხმდი. რაკი ნიკოსთვის იყო პიესა დაწერილი, ნიკოს უნდა მოვრგებოდი. რამდენჯერმე წავირეპეტიციეთ და დამამტკიცეს როლზე. ერთმანეთს ვერც კი შევადარებ, აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა. ერთადერთი მსგავსება ისაა, რომ ორივეგან მაყურებლის თანხლებით ვმუშაობთ. სერიალში სხვა მოთხოვნებია, თეატრში – სხვა. სერიალში რომ დრამატიზმით თქვა ერთი წინადადება, რაც თეატრში აუცილებელია, უგემოვნო გამოვა.ძალიან დიდი. "შუა ქალაქში" ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. მეორე ოჯახია, სადაც სამი წელია ვცხოვრობთ. ფაქტობრივად ოჯახზე მეტ დროს იქ ვატარებთ. რომ შეწყდეს გადაღებები, ოჯახი რომ ინგრევა და დეპრესია იწყება, ასეთი შეგრძნება იქნება. ამის საფრთხე "შუა ქალაქს" ჯერ არ ემუქრება.როცა ამ პროფესიას ირჩევ, გინდა, რომ პოპულარული იყო. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. პოპულარობა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, თუმცა 30 წელზე მეტის რომ ხარ, თან მსახიობი და გეკითხებიან, პროფესიით ვინ ხარო, ეს უკვე ცუდი მომენტია. არასოდეს მიფიქრია, ვყოფილიყავი სერიალის მსახიობი. საქართველოში სტერეოტიპია, რომ თეატრი არის სერიოზული საქმე და სერიალი არის იაფფასიანი სამუშაო. დღეს ისე წავიდა ქართული თეატრის, კინოს და ტელევიზიის საქმე, რომ "შუა ქალაქზე" ღირებული ბევრი არაფერი იქმნება. ამაზე გემოვნებიანი, ფასეული, საყვარელი, უკეთესი, სამწუხაროდ, არ არის ბევრი, თუნდაც დრამატულ თეატრში. ამიტომ სტერეოტიპს, რომ ამას ჰქვია სერიალი და რაღაცას – დრამატული თეატრი და ამიტომ ეს დრამატული თეატრი ჯობია, ვეღარ დავეთანხმები.
Back to top Go down
paolarey




Posts : 395
Join date : 16.06.12

მარიამ ჯოლოგუა Empty
PostSubject: Re: მარიამ ჯოლოგუა   მარიამ ჯოლოგუა Icon_minitimeSun Nov 04, 2012 7:09 pm

მარიამ ჯოლოგუა 1364156
Back to top Go down
 
მარიამ ჯოლოგუა
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
M U N D O N O V E L A ! :: მსახიობები ( გახსენით თემა თქვენს საყვარელ მსახიობებზე ) :: ქართველი მსახიობები-
Jump to: